მთავარიევროპასომხეთისაფრანგეთი სომხეთს თავდაცვით შეიარაღებას მიაწვდის

საფრანგეთი სომხეთს თავდაცვით შეიარაღებას მიაწვდის

საფრანგეთი სომხეთს სამხედრო შეიარაღების მიაწვდის – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფრანგ დიპლომატს შეთანხმების სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

„მსურს საჯაროდ განვაცხადო, რომ საფრანგეთი დათანხმდა სომხეთთან კონტრაქტის გაფორმებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს სომხეთს თავდაცვისთვის სამხედრო ტექნიკა მივაწოდოთ. გამიგეთ, რომ უფრო მეტ დეტალს ვერ გავასაჯაროებ“, – განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სომხეთს 3 ოქტომბერს ეწვია და საფრანგეთსა და სომხეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend