ირანში მორალის პოლიცია თავს დაესხა 16 წლის სკოლის მოსწავლე გოგონას, რომელიც არღვევდა ჰიჯაბის ტარების წესებს. გოგონა ახლა კომაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw ავრცელებს. მათი ცნობით, არმიტა გარავანდი ახლა საჰაერო ძალების საავადმყოფოში იმყოფება.
ინციდენტი თეირანის ერთ-ერთ მეტროსადგურზე კვირას მოხდა. „გოგონასთან არავის უშვებენ, ოჯახის წევრებსაც კი”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დააკავეს ის ჟურნალისტებიც, რომლებიც ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობდნენ.
გასულ წელს ირანის ზნეობის პოლიციამ ასევე ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა 22 წლის მასჰა ამინი, რომელიც პატიმრობაში დაიღუპა.
ამ ფაქტს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა საპროტესტო აქციები. ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უსაფრთხოების ძალების მცდელობას ჩაეხშო მოქალაქეების პროტესტი.
A Photo of #ArmitaGarawand,
a 16-year-old girl and a victim of not observing hijab rules in the Tehran Metro’s ‘Shohada’ station.
According to the latest information, she is still in a coma at the ‘Fajr’ Air Force Hospital.
It is worth mentioning that a few days ago, Armita… pic.twitter.com/yAt1yJNsXY— Hengaw Organization for Human Rights (@Hengaw_English) October 3, 2023