9-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით თბილისში გაიმართება საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები – Uniting Business Europe, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების რეგიონული ფორუმი და ყოველწლიური, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2023“.
ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის, შეთანხმების სათავო ოფისის, დიპლომატიური კორპუსისა და შეთანხმების მონაწილე როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა და შვედეთის საელჩოს პროგრამების ოფიცერმა, თინათინ გენებაშვილმა ისაუბრეს.