მთავარისაქართველოშშმ პირთა უფლებები

შშმ პირთა უფლებები

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი პირველ გაერთიანებულ შეხვედრას მართავს. ღონისძიებას 150-მდე ადამიანი ესწრება, მათ შორის არიან იმ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც შშმ პირთა უფლებებზე მუშაობენ. შეხვედრაზე მსჯელობენ შშმ პირთა უფლებებსა და მათ ყოველდღიურ პრობლემებზე. შშმ პირები ამბობენ, რომ გამოწვევა ბევრია, პრობლემაა განათლების მიღება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურა და სხვა მრავალი.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი შშმ პირთა შესახებ, თუმცა მისი აღსრულება ხშირად სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება, სწორედ ამიტომ ხვალ  ოფიციალურად დარეგისტრირდება საერთო ქსელი, რომელიც გააერთიანებს შშმ პირებს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ კუთხით მუშაობს. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ამ საერთო ქსელის ფუნქცია იქნება ის, რომ კანონი აღსრულდეს და შშმ პირებმა შეძლონ საკუთარი პრობლემების შესახებ უფრო ხმამაღლა საუბარი, შემდეგ კი ერთობლივი ძალებით მათი აღმოფხვრა.

2014 წელს საქართველომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენცია მიიღო, ამით ქვეყანამ აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და აიღო რიგი ვალდებულებები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, კონვენცია წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა, თუმცა მომხსენებლები ამბობენ, რომ ბევრი პრობლემა კვლავ გადაუჭრელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend