საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაიცავენ. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.
“ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს”, – წერია პრეზიდენტის ფეისბუკგვერდზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება. მოსამართლეები სხდომაზე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის სარჩელს განიხილავენ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სავარაუდო დარღვევის საკითხზე. სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული.
ამავე ამბავზე:
ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მთელი ეს პროცესები ფარსია და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. https://t.co/5iyokD0zms
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) September 26, 2023