რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მეტ გეტციმ წარადგინა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის კევინ მაკარტის გადადგომას ითხოვენ.
პალატაში კენჭისყრა მომდევნო დღეებში გაიმართება. მაკარტის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ დაჩქარდა, რაც მან მხარი დემოკრატებს დაუჭირა.
რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი მაკრატს თეთრ სახლთან გარიგებაში, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის დაფინანსებასთან დაკავშირებით ადანაშაულებს.
თავად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ არავითარი გარიგება არ ჰქონია პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.