შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტი დღეს, 2 ოქტომბერს ბიუროს წარედგინება.
ცვლილების მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ, თუ ის საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და იწვევს საწარმოს/ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას.
მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცვლილებას აპროტესტებს ოპოზიცია.