„სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ – თბილისში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრაზე საზოგადოებას პროექტის განხორციელების პერიოდში, განათლებისა და დასაქმების სფეროში მიღწეული შედეგები და გამოწვევები გააცნეს.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ლიკა კილაძემ ისაუბრა.