მთავარისაქართველო"ბრალდებები მცდარია" - აშშ-ის საელჩო სუსის განცხადებას გამოეხმაურა

“ბრალდებები მცდარია” – აშშ-ის საელჩო სუსის განცხადებას გამოეხმაურა

ამერიკის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებებს USAID-ის ​მიერ დაფინანსებული ტრენინგის შესახებ, სადაც სუსის ინფორმაციით, „გადაამზადეს ჯგუფი”, რომელიც „ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას ამზადებდა”.

ამერიკის საელჩოში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის მათი დახმარების მიზნებს.

ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომლებიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას“, – წერია საელჩოს განცხადებაში.

მათივე თქმით, მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, ამერიკის საელჩო საქართველოში კვლავ მხარს დაუჭერს იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან ხალხს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend