“ალტე უნივერსიტეტის” მხარდაჭერით საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონულმა წარმომადგენლობამ ახალი სახელმძღვანელო, სახელწოდებით “პარტიული პოლიტიკა ევროკავშირში” გამოსცა.
წიგნში საუბარია იმაზე, თუ რა როლი ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს ევროპის პოლიტიკურ პროცესებში და რამდენად მძლავრი ბერკეტები აქვთ მათ ევროკავშირის გადაწყვეტილებებსა და ზოგადად ევროპის მომავლის განსაზღვრაზე.
ახალი გამოცემის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იოსებ ნანობაშვილმა ისაუბრა.