აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. იქ ძლიერმა წვიმამ ქუჩები, მეტროსადგურები და სახლების სარდაფები დატბორა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბრუკლინში. გზებზე შეფერხებულია მოძრაობა, დახურულია რამდენიმე მეტროსადგური.
Southern Brooklyn is flooded, please head warnings. Many local roads not passable! @NWSNewYorkNY pic.twitter.com/va4FXnpoyP
— Mike_W 🟦 (@WeinbergerMike1) September 29, 2023
ნიუ-იორკის მერი კესი ჰოქული მოუწოდებს მოსახლეობას გაითვალისწინოს, რომ ვითარება „ძალიან სახიფათო და საშიშია“.
ამინდის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ პარასკევ დილით, ერთი თვის მოცულობის ნალექი მოვიდა.