მთავარისაქართველომედიატორი - ახალი მიმართულება დავების მოკლე დროში გადასაწყვეტად

მედიატორი – ახალი მიმართულება დავების მოკლე დროში გადასაწყვეტად

მედიატორის როგორც დავის მონაწილეებს შორის მომრიგებლის როლის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს მედიაციის როგორც დავის გადაწყვეტის ერთ-ერთ ალტერნატიული საშუალებას. მათი თქმით, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ხელს უწყოს როგორც სასამართლოს გადატვირთულობის, საქმეთა გაჭიანურების, მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემის გადაჭრას, ისე სხვადასხვა საკითხის მოწესრიგებას.

„მუდმივად მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები და მუდმივ რეჟიმში იგეგმება საინტერესო და მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობის განხორციელება. ჩვენი ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით „მედიაციის წლის“ პრეზენტაციას ვმართავთ, როგორც ჟურნალისტებისთვის ისე საზოგადოებისთვის და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციისთვის.

სწორედ ცნობიერების ამაღლების კუთხით, ასოციაცია აანონსებს 2023-2024 წლებს როგორც „მედიაციის წელს“. აღნიშნული გულისხმობს არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიების, ფორუმების, კონფერენციების, ტრენინგების, კონკურსების განხორციელებას სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის ხელშეწყობით. აქტივობები, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია „მედიაციის წლის“ ფარგლებში, მოიცავს როგორც საზოგადოების ისე იურიდიული პროფესიის, სტუდენტების, მოსამართლეების, ექიმებისა და თითქმის ყველა პროფესიის ადამიანის ჩართულობას“, – განაცხადა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.

მედიატორთა ასოციაციის პროექტებს მხარს უჭერენ დონორი ორგანიზაციები: USAID, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა. დონორების განცხადებით, აუცილებელია ამ დამატებითი უწყების არსებობა, რომელიც მოდავე მხარეებს, ბიუროკრატიულ მეთოდებთან შედარებით, უფრო სწრაფად დაეხმარება დავების მორიგებით მოგვარებაში.

„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საქართველოში მედიაციის მხარდასაჭერად უკვე 10 წელია მუშაობს. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ეს საქართველოს საზოგადოებისა და სასამართლოსთვისაა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმიტომ, რომ მედიაცია მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარ ინტერესებზე მორგებულ შეთანხმებას მიაღწიონ, რისი გაკეთებაც სასამართლოში ყოველთვის ვერ ხერხდება. გარდა ამისა, მედიაცია უფრო სწრაფი და ეფექტურია. თანაც, ნაკლებ ხარჯს მოითხოვს. აგრეთვე, მედიაცია მთლიანად სასამართლო სისტემის ინტერესებს ემსახურება. ამჟამად სისტემა გადატვირთულია, მოსამართლეები ბევრს მუშაობენ. თუ რიგი სასამართლო დავები მედიაციის გზით მოგვარდება, ეს მოსამართლეებს საქმეს შეუმსუბუქებს. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მეტი დრო დაუთმონ ისეთ საქმეებს, რომლებიც ვერ გვარდება მედიაციის გზით“, – აცხადებს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინსტაინი.

ღონისძიებას დაესწრნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, მართალია მედიატორთა ასოციაცია სამართლებრივი დავების სასამართლოში განხილვას ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა ხელს შეუწყობს თავად სასამართლოს საქმიანობის გაუმჯობესებას.

მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლები აანონსებენ, რომ 2023-2024 წლები გამოცხადდება, როგორც როგორც „მედიაციის წელი“. ეს გულისხმობს სხვადასხვა აქტივობას, როგორც ახალ მედიატორთა მომზადების ისე საზოგადოების ინფორმირებისთვის საჭირო  ღონისძიებების გამართვას.

ალეკო გვეტაძე

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend