მთავარიევროპაუკრაინაევროსაბჭომ უკრაინელ ლტოლვილებს დროებითი დაცვის სტატუსი 2025 წლის 4 მარტამდე გაუგრძელა

ევროსაბჭომ უკრაინელ ლტოლვილებს დროებითი დაცვის სტატუსი 2025 წლის 4 მარტამდე გაუგრძელა

სტატუსი უკრაინელ ლტოლვილებს ბინადრობის, საცხოვრებლისა და შრომის ბაზრებზე წვდომის, სამედიცინო/სოციალური დახმარებისა და ბავშვების განათლების უფლებას ანიჭებს

ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინაში ომის გამო ლტოლვილად ქცეული ადამიანებისთვის დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსს 2025 წლის 4 მარტამდე გააგრძელებს.

დროებითი დაცვის სტატუსი უკრაინელ ლტოლვილებს ბინადრობის, საცხოვრებლისა და შრომის ბაზრებზე წვდომის, სამედიცინო/სოციალური დახმარებისა და ბავშვების განათლების უფლებას ანიჭებს ევროკავშირის ქვეყნებში.

ევროკომისარ ილვა იოჰანსონის განცხადებით, კვირაში დაახლოებით 250 000 ადამიანი კვეთს უკრაინასა და ევროკავშირს შორის საზღვრებს ორივე მიმართულებით.

უკრაინელი ლტოლვილების დროებითი თავშესაფარი – Copyright AP

 

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს  უკრაინელ ხალხს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. დროებითი დაცვის სტატუსით ამ დროისთვის 4 მილიონი უკრაინელი სარგებლობს.

დროებითი დაცვის მექანიზმი ამოქმედდა 2022 წლის 4 მარტს, მას შემდეგ, რაც  რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყეს.

დროებითი დაცვა ევროკავშირის საგანგებო მექანიზმია, რომელიც პირველად 2001 წელს მიიღეს დასავლეთ ბალკანეთში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ევროპაში გამოქცეული უამრავი ადამიანისთვის.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend