მთავარიამერიკააშშრესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო დებატები

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო დებატები

ამერიკის შეერთებული შტატებში რესპუბლიკური პარტია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვიდმა რესპუბლიკელმა მეტოქემ უკვე რიგით მეორე დებატებში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც დონალდ ტრამპი არ ჩაერთო, ის მიჩიგანის შტატში, ქალაქ დეტროიტში იმყოფებოდა.

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერის მეორე დებატებში მონაწილე ყველა კანდიდატი ცდილობდა, რომ დონალდ ტრამპის იმიჯისგან მაქსიმალურად განსხვავებული შთაბეჭდილება დაეტოვებინათ მაყურებელზე.

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძვიან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და ასევე იმავე ადმინისტრაციის პირობებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვაშინგტონის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი, ასევე ფლორიდის შტატის გუბერნატორი რონ დესანტისი.

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის დებატში მონაწილეებმა ისაუბრეს უკრაინაში რუსული ინტერვენციის შესახებაც.

რონ დესანტისი, ფლორიდის შტატის გუბერნატორი: “ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება ჩვენი მიზანია და სწორედ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში. ჩვენ ვერ გავაგზავნით ჯარისკაცებს ევროპაში, უსაზღვრო დახმარებას ვერავის გავუწევთ, ევროპელებს ვაიძულებთ თავად იზრუნონ იმაზე, რაც მათი გასაკეთებელია”.

ტიმ სკოტი, სამხრეთ კაროლინის შტატის სენატორი: “ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია რუსეთის სამხედრო დეგრადაცია. რუსული სამხედრო ძალის შემცირების ფონზე ჩვენ უფრო მეტად უზრუნველვყოფთ სამშობლოს უსაფრთხოებას, ჩვენი ჯარები სახლში დარჩებიან, ნატოს მეხუთე მუხლის არსი ყველას კარგად გვესმის”.

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მიმდინარე ბრძოლის ფონზე მიჩიგანის შტატში დონალდ ტრამპის ვიზიტის მიზანი ადგილობრივი საავტომობილო წარმოების გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრა იყო.

რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა ჯო ბაიდენიც.

დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი: “ეს სახელმწიფო თქვენი აშენებულია, თქვენ გიყვართ სამშობლო და სწორედ თქვენზე დგას ეს ქვეყანა. ეს ხომ იცით. შვიდი წლის წინ, მანამ სანამ პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი, მთელი ცხოვრება მოქალაქეების მხარდამხარ გავატარე, მე თქვენთვის ყველაფერი რისკის ქვეშ დავაყენე, მე მსურს რომ მუშათა კლასი კორუმპირებული პოლიტიკოსებისგან დავიცვა, ადამიანებისგან, რომლებიც თქვენს ქონებას და სიცოცხლეს ერჩიან და ჩვენს სახელმწიფოს ანგრევენ.

გუშინ ჯო ბაიდენი აქ იმყოფებოდა. ფოტოების გადასაღებად ჩამოვიდა. სწორედ მისმა პოლიტიკამ გაიძულათ გაფიცვა. მან მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა ჩამოსვლა, რაც გაიგო, რომ მე უნდა ჩამოვსულიყავი. მან მხოლოდ რამდენიმე წამი ისაუბრა თქვენთან, და რა ილაპარაკა მან? საერთოდ არ იცოდა, რას ლაპარაკობდა, სად იყო, ისიც არ იცოდა, მან არც ეს არ იცოდა. თქვენ ვინ იყავით, ეგეც არ იცოდა, ან რას ეუბნებოდით. სად ვარო იმეორებდა”.

არსებული გამოკითხვების შედეგებით, რესპუბლიკელთა 52 პროცენტი დონალდ ტრამპის კანდიდატობას უჭერს მხარს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, 18 პროცენტი კი ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend