მთავარიმსოფლიოკავკასიანიკოლ ფაშინიანი: "უახლოეს დღეებში ყარაბაღში ერთი სომეხიც აღარ დარჩება"

ნიკოლ ფაშინიანი: “უახლოეს დღეებში ყარაბაღში ერთი სომეხიც აღარ დარჩება”

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში ერთი სომეხიც აღარ დარჩება“.

„ეს არის პირდაპირი აქტი ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის. ამაზე უკვე დიდი ხანია ვაფრთხილებდით საერთაშორისო საზოგადოებას“, – დასძინა ფაშინიანმა.

ფაშინიანის ამ განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. მათი თქმით, სომხების გამგზავრება ყარაბაღიდან მათი პირადი გადაწყვეტილებაა და არა იძულება.

ამავდროულად, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა მთავრობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ  წლის ბოლომდე „რესპუბლიკა“ შეწყვეტს არსებობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend