მთავარიევროპარუსეთიკადიროვი პუტინს: "თქვენ დიდი ხნის წინ მოაგვარეთ პრობლემები ჩეჩნეთში"

კადიროვი პუტინს: “თქვენ დიდი ხნის წინ მოაგვარეთ პრობლემები ჩეჩნეთში”

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში უმასპინძლა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს. კრემლის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალური და ეკონომიკური საკითხები.

რამზან კადიროვმა საუბარი დაიწყო უკრაინის ომში ჩეჩენი მეომრების „მიღწევებზე”.

„უნდა ვიტრაბახოთ”, – განაცხადა რამზან კადიროვმა. „ჩვენ არ გვეშინია აბრამსების. მებრძოლების სულისკვეთება მაღალია”.

შეხვედრას კრემლში წინ უძღოდა სკანდალი, რომლის გამოც რამზან კადიროვი ბევრმა გააკრიტიკა. მან 25 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მისი 15 წლის შვილი ფიზიკურად უსწორდება მამაკაცს, რომელიც ყურანის დაწვაშია ბრალდებული.

მოგვიანებით კადიროვმა თქვა, რომ შვილების ასაკი ერევა და არ ახსოვდა, რომ ადამი 15 წლის იყო. დმიტრი პესკოვმა კი, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა 26 სექტემბერს პრესკონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, ამ თემაზე კითხვა არ დაესვათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend