მთავარისაქართველოირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს

ირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თელავში იმყოფება, სადაც რთვლის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. მისი შეფასებით, საქართველოს შესრულებული აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეკომენდაციები, ამიტომ აცხადებს, რომ სტატუსზე ნეგატიური გადაწყვეტილება ხალხისა და ქვეყნისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იქნება. მისთვის გაუგებარია და აუხსნელი, რატომ დაასანქცირა აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამისთვის საჭიროა მტკიცებულებები. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იყო. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ევროპაში მის შეუთანხმებელ ვოიაჟს კი სამწუხარო ფაქტი უწოდა. ის ასევე გამოეხმაურა თავის ვიზიტს აშშ-ში და აღნიშნა, რომ ჰყავს შეძლებული ოჯახი, რომელმაც დააფინანსა მისი შვილის ევროპაში თვითმფრინავის ჩარტერული რეისით ჩაყვანის ხარჯები. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ თემაზე საუბარი არ უნდოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend