“უკრაინა არასდროს ყოფილა ასე ახლოს ნატოსთან”, – ამბობს იენს სტოლტენბერგი, რომელიც დღეს მოულოდნელად კიევში ჩავიდა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატომ გააფორმა 2,5 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტები იარაღის კომპანიებთან.
„რაც უფრო გაძლიერდება უკრაინა, მით მალე დასრულდება რუსული აგრესია”,- განაცხადა სტოლტენბერგმა. „რუსეთს შეუძლია დაყაროს იარაღი დღეს და დაასრულოს ომი. უკრაინას სხვა გამოსავალი არ აქვს. უკრაინის დანებება მშვიდობას არ მოიტანს. უკრაინის დანებების შედეგი რუსეთის სასტიკი ოკუპაცია იქნება. მშვიდობა ნემისმიერ ფასად, მშვიდობა არ არის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.