აზერბაიჯანმა დააკავა ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის ყოფილი ლიდერი რუბენ ვარდანიანი. სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მაღალი დონის პირის დააპატიმრეს.
როგორც ვარდანიანმა მედიასთან ბოლო ინტერვიუში განაცხადა, მან იცოდა, რომ ომის დაწყებისას ის აზერბაიჯანული ძალების სამიზნე იქნებოდა, რადგან მას აზერბაიჯანული მხარე დაბრკოლებად მიიჩნევდა.
ვარდანიანი ოთხშაბათს დილით სომხეთის საზღვართან დააკავეს, როცა ის აზერბაიჯანელთა კონტროლისგან თავის დაღწევასა და რეგიონიდან გაქცევას ცდილობდა.
ამ დროისთვის 50 000-ზე მეტმა სომეხმა დატოვა ყარაბაღის ტერიტორია. მათ რაც შეძლეს, ყველაფერი თან წამოიღეს. თუმცა ამბობენ, რომ ძველი ცხოვრების დიდი ნაწილი უკან მოიტოვეს.
ოჯახებითა და ბავშვებით გაჭედილი ავტობუსით სომეხი დევნილები უკვე მეოთხე დღეა, მგზავრობენ.
მას შემდეგ, რაც ლტოლვილთა ნაკადი სომხეთისკენ დაიძრა, სომხეთის ხელისუფლება ცდილობს, ადეკვატური დახმარება აღმოუჩინოს დევნილებს და უზრუნველყოს ყველა საჭირო საშუალებით, მათ შორის საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით.
აზერბაიჯანის მხარეც აცხადებს, რომ აგზავნის დახმარებას მთიან ყარაბაღში, მათ შორის 10 მანქანას. მათ ასევე მოაწყვეს საველე ჰოსპიტალი, რათა დაეხმარონ საწვავის სადგურის აფეთქების შემდეგ დაზარალებულებს. როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი.