მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ ბახმუტში წინ მიიწევენ

უკრაინელი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ ბახმუტში წინ მიიწევენ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან იქნება მეტი ქმედებები ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს კადრებს, რომლებშიც  ჩანს, რომ უკრაინული ჯარი ბახმუტში წარმატებას აღწევს.

სამხედროები ამაყობენ, რომ წარმოადგენენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა გასულ თებერვალს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან იქნება მეტი ქმედებები ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი თქმით, რუსი ტერორისტები ყოველდღე რაკეტებითა და „შაჰედებით“ ესხმიან თავს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას იცავს.

უკრაინის მე-80 საჰაერო სადესანტო ბრიგადა ყველა საშუალებით უჭერს მხარს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს, მათ შორის რეაქტიული არტერილერიით. უკრაინელი მებრძოლებისთვის გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანია.

უკრაინელი ჯარისკაცები ერთხმად აცხადებენ, რომ ისინი დიდებისთვის კი არ იბრძვიან, არამედ სამშობლოსა და ოჯახებისთვის.

სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ყველაფერი გართულდება. ომში ჩართლი ორივე მხარე აცხადებს, რომ ისინი სამხედრო ინიციატივებისთვის მზად არიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend