საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელება განქორწინებისა და მამობის დადგენის საქმეებზე – თბილისში გუშინ ილიას სამართლის სახლმა ამ სახელწოდების კვლევის პრეზენტაცია გამართა.
კვლევა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა. კვლევის შედეგებმა ცხადყო ის საკანონმდებლო, ინსტიტუციური და ფინანსური ბარიერები, რომელთაც ქალები მამობის დადგენის, ალიმენტის განსაზღვრისა და ქონების გაყოფის დავებზე ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პროცესში აწყდებიან.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ილიას სამართლის სახლის ხელმძღვანელმა, ელენე სიჭინავამ ისაუბრა.