მთავარისაქართველოევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი LINKS დასრულდა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი LINKS დასრულდა

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადეს, რომ თითოეული დასაქმებული რეგიონში არის ერთით ნაკლები ემიგრანტი საქართველოდან

თბილისში დღეს ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტ Links-ის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. სამი წლის განმავლობაში ამ პროექტში 1 200-მდე მონაწილე იყო ჩართული, საიდანაც ნახევარზე მეტი დასაქმების, განათლებისა თუ ტრენინგის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდა იყო, რომლებსაც პროექტმა შესაძლებლობა მისცა ცოდნა გაეღრმავებინათ და სხვადასხვა უნარი გამოემუშავებინათ.

პროექტის შედეგად მონაწილეებმა გაიარეს ინგლისურის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის კურსები. დაფინანსდა 8 სტარტაპ იდეა. „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ განხორციელდა.

ლეილა ვანაძე სამი შვილის დედა ხულოდან. მან ოცნების ასრულება და ციფრულ ტექნოლოგიებთან დაახლოება პროექტ Links-ის ფარგლებში შეძლო და კურსი წარმატებით გაიარა. ამის შემდეგ სტაჟირების პროგრამის მონაწილეც გახდა და დღეს სტუდენტია. ამბობს, რომ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ პროექტი მას ბავშვობის ოცნების ახდენაში დაეხმარა.

სამი წლის განმავლობაში ცოდნისა და უნარების განვითარების პროექტში 1200-მდე მონაწილე იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში 400-ზე მეტმა  ახალგაზრდამ ინგლისური ენის, 500-ზე მეტმა კომპიუტერული უნარებისა და 390-მა მეწარმეობის კურსები გაიარა. ამასთან ერთად დაფინანსდა 8 სტარტაპ იდეაც.

დღეს, 27 სექტემბერს, პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ისაუბრეს რეგიონში მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და განაცხადეს, რომ თითოეული დასაქმებული რეგიონში არის ერთით ნაკლები ემიგრანტი საქართველოდან.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს ოთხ სამიზნე რეგიონში სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend