აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პირველ ლედისთან, მეჰრიბან ალიევასთან, ერთად დედაქალაქ ბაქოში გამარჯვების პარკისთვის ფუნდამენტის ჩაყრას დაესწრო. სწორედ ამ პარკში მდებარე მემორიალთან მიაგო პატივი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.
ამავე დღეს, ასევე ბაქოში მდებარე სასაფლაოზე ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა თაიგულები მიიტანეს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლიდან 2 ომი გაიმართა მთიანი ყარაბაღის რეგიონში. ამ ეტაპისათვის აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის რეგიონში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის, ადგილობრივი მოსახლეობა კი რეგიონს ტოვებს. სხვადასხვა წყაროს თანახმად რეგიონი უკვე დატოვა 50 ათასზე მეტმა ადამიანმა, სხვა წყაროებით კი მათი რიცხვი 19 ათასია. ადგილობრივების უდიდესი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი რეგიონის დატოვებას აპირებენ და მათ აზერბაიჯანული პასპორტების აღება არ სურთ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მთიანი ყარაბაღიდან მომავალ ძმებსა და დებს მიიღებს.