ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიაში შეხვედრებს მართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა.
ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პრიორიტეტების შესრულების შესახებ, რაც განისაზღვრა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის დროს.
უწყების ცნობით, ევროკავშირის გაფართოების დირექტორატში დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და შეთანხმდნენ შემდგომ მჭიდრო კოორდინაციაზე.