თბილისში რიგით მე-6 საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ მიმდინარეობს.
1 კვირის განმავლობაში ფესტივალში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად წელს იტალიის, აზერბაიჯანის, ჩეხეთის, ხორვატიისა და სომხეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
კინოაკადემიის დიდ დარბაზში ფესტივალის მონაწილე 13-16 წლის ახალგაზრდებისთვის 29 მოკლემეტრაჟიანი, ხოლო 16-18 წლის ახალგაზრდებისთვის 5 სრულმეტრაჟიანი საკონკურსო ფილმის ჩვენება ჩატარდება.
ფესტივალის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის ,,თაობა” დირექტორმა, ლევან დვალმა ისაუბრა.