მთავარიევროპასომხეთიჯო ბაიდენის წერილი ნიკოლ ფაშინიანს

ჯო ბაიდენის წერილი ნიკოლ ფაშინიანს

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წერილი მისწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

ჯო ბაიდენი მწუხარებას გამოთქვამს მთიან ყარაბაღში ბოლო დღეებში დაღუპული სომეხი მოქალაქეების გამო და მხარდაჭერას უცხადებს სომხეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამერიკის პრეზიდენტი წერს, რომ სომხეთმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა კრიტიკული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების, მთავრობის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით.

ბაიდენი წერს, რომ ამერიკა განაგრძობს სომხეთის გვერდით დგომას. ამასთან, ჯო ბაიდენი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ დაეხმაროს სომხეთს ჰუმანიტარულ საკითხებთან გამკლავებაში. „ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას ენერგეტიკული დივერსიფიკაციის, მდგრადობისა და უსაფრთხოების საკითხებში, რაც აჩვენა ჩვენმა ბოლო სამხედრო წვრთნებმა”, – წერია განცხადებაში, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამსახური ავრცელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend