„მეტა პროდუქტები ბიზნესის ზრდისთვის“ – ამ სახელწოდებით, 26 სექტემბერს, StrategEast-ისა Evido-ს ორგანიზებით ქართველი მარკეტერებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისთვის ღონისძიება გაიმართება. გამომსვლელებს შორის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი კომპანია Meta-ს ტრენერი მაქსიმ ოსიპოვი იქნება.
შეხვედრის მიზანია დააჩქაროს ქართული ციფრული ბაზრის განვითარება და დაეხმაროს ქართველ მარკეტერებს Meta-სთან ერთად ახალი შესაძლებლობების პოვნაში.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში StrategEast-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ლიკა მერაბიშვილმა და Evido-ს ბიზნესის განვითარების დირექტორმა, ემინ ალიევმა ისაუბრეს.