„გამოავლინე სიმართლე” – ამ სახელწოდებით თბილისში ანალიტიკოსთა კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება აერთიანებდა ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს სხვადასხვა ქვეყნიდან.
სწორედ ამ თემაზე ისაუბრა ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „მედიაჩეკერის“ მთავარმა რედაქტორმა და პროექტ „64-ის“ თანადამფუძნებელმა, გიორგი გოგუამ.