მთავარიაზიაავღანეთიაწმყო როგორც წარსული - ავღანეთი ძველი კამერის ობიექტივში

აწმყო როგორც წარსული – ავღანეთი ძველი კამერის ობიექტივში

ამერიკის შეერთებული შტატების ავღანეთის დატოვებიდან ორი წლის შემდეგ „ესოშიეითედ პრესის“ ფოტოგრაფი როდრიგო აბდი დაბრუნდა ავღანეთში იდეით, გამოიყენოს ავღანური ძველებური კამერა იმის აღსაბეჭდად, როგორ შეიცვალა ცხოვრება თალიბანის ხელისუფლების პირობებში.

კამერა, რომლითაც „ესოშიეითედ პრესის“ ფოტოგრაფი როდრიგო აბდი ავღანელების ახალ ყოფას ასახავს, ცნობილია, როგორც ე-ფაორი ან მყისიერად ბეჭდვის კამერა.

გასულ საუკუნეში ეს კამერები ჩვეულებრივი მოვლენა იყო  ავღანეთის ქალაქების ქუჩებში – უბრალო, იაფი და პორტატიული. ამ კამერებმა გაუძლეს ნახევარსაუკუნოვან დრამატულ ცვლილებებს ქვეყანაში – მონარქიიდან კომუნისტურ გადატრიალებამდე, უცხოური შეჭრიდან მეამბოხე მოძრაობებამდე.

თალიბანის ხელისუფლებაში ყოფნის პირველ პერიოდში 1996 წლიდან 2001 წლამდე ადამიანებისა და ცხოველების გადაღება აიკრძალა.

ბევრი ასეთი კამერა განადგურდა, თუმცა რამდენიმემ გაუძლო დროს და სწორედ ერთ-ერთი ასეთი კამერით მუშაობს როდრიგო აბდიც.

ახალი ცხოვრების ძველებური კამერით გადაღება ერთგვარი სიმბოლოა იმისა, რომ ავღანეთში წარსული დაბრუნდა.

 „ამ კამერით სარგებლობა 2006 წელს ვისწავლე. ვიფიქრე, რომ კარგი იდეა იქნებოდა დოკუმენტირება მომეხდინა იმისა, თუ რა ხდება ქვეყანაში თალიბანის ხელისუფლების დაბრუნებიდან ორი წლის თავზე. „ვცდილობ ის პრობლემები შევისწავლო, რომელსაც ავღანელები აწყდებიან, არა მხოლოდ ახლა, არამედ ალბათ, ბოლო 40 წელია“, – ამბობს ფოტოგრაფი როდრიგო აბდი.

ფოტოები, რომლებიც ფოტოგრაფმა ერთი თვის განმავლობაში გადაიღო, აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა ავღანელების ცხოვრება, ბევრისთვის კი ათწლეულების განმავლობაში არც არაფერი შეცვლილა, მიუხედავად იმისა, ვინ იყო ხელისუფლებაში.

თალიბანის დაბრუნების შემდეგ ყველაზე დრამატული ცვლილებები ქალებმა განიცადეს.

მათ უნდა დაიცვან ჩაცმის მკაცრი წესები, აკრძალული აქვთ საქმიანობის დიდი უმრავლესობა, უარი უნდა თქვან მარტივ სიამოვნებებზე, როგორებიცაა პარკში სეირნობა, რესტორანში სიარული თუ სილამაზის სალონების მონახულება. ისევ დაბრუნდა სიკვდილით დასჯა. მუსიკა, კინო და ცეკვა აკრძალულია. გოგონებს აღარ შეუძლიათ მეექვსე კლასის შემდეგ სკოლაში იარონ. ქალები ფაქტობრივად გარიყულნი არიან საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.

50 წლის ჰაკიმა საკუთარ ქალიშვილ ფრეშთას ასწავლის ხალიჩების ქსოვას ქარხანაში.

ფრეშთა, 16 წლის Copyright AP

ეს მათი ერთადერთი შესაძლებლობაა იმუშაონ, თუმცა დედა მაინც ოცნებობს, რომ მისი 16 წლის ქალიშვილი ოდესღაც მაინც გახდება ექიმი.

თუ უკეთეს სამსახურს ვერ ვიპოვი, ხალიჩების ქარხანაში დავბრუნდები. აქ იმიტომ მოვდივარ, რომ მჭირდება, სამსახური არც ისე ბევრია.  ავღანეთი ბოლომდე ჩამორჩა. უკვე მეორედ, სახლიდან არავის უშვებენ, ქალებს არ აძლევენ მუშაობის საშუალებას, კაცებისთვის კი არ არის სამსახური.  ჩემი ქალიშვილისთვის უსაფრთხოება და საქმიანი გარემო მსურს, ასევე ის, რომ შეძლოს განათლების მიღება და გახდეს ექიმი“, – ამბობს ჰაკიმა, რომელმაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ისურვა გვარის დასახელება.  

 „ვინც ამბობს, რომ ავღანეთში ქალთა უფლებები ირღვევა, ჩვენი დებისა და დედების უფლებები და ამბობენ, რომ  საზღვარგარეთიდან ზრუნავენ მათზე, ყველანი მატყუარები არიან, ისინი არ არიან გულწრფელები საკუთარ სიტყვებში“ , – ამბობს თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი.

ზამაროდი, რომელიც ასევე მუშაობს ხალიჩების ქარხანაში, ადრე ინფორმატიკას სწავლობდა, მაგრამ თალიბებმა ქალებს აუკრძალეს უნივერსიტეტში სწავლა, მანამ ვიდრე ისინი დაამთავრებდნენ სასწავლებელს.

20 წლის ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ თავს გრძნობს, როგორც ჩიტი გალიაში, მაგრამ ჯერაც არ უთქვამს უარი საკუთარ ოცნებაზე, მიიღოს უმაღლესი განათლება.

ზამაროდი, 20 წლის Copyright AP

 „ავღანეთში მცხოვრები ქალების ცხოვრება ახლა გალიაში გამომწყვდეული ჩიტების მსგავსია, რომელიც თავისუფლებაზე ფიქრობს. მათი გათავისუფლება შეუძლებელია, ისინი დაბმულები არიან, მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. მაინც გვაქვს იმედი, რომ ერთხელაც თავისუფლები გავხდებით , რომ თავისუფლება შესაძლებელია, ამიტომ ვცოცხლობთ და ვსუნთქავთ“.

2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, როცა ამერიკულმა ჯარებმა დატოვეს ავღანეთი, თალიბანის მებრძოლები სწავლობენ ცხოვრებას მშვიდობიან პირობებში.

მათი ახალი საქმიანობაა – ქუჩებისა და შენობების დაცვა, ნაგვის შეგროვება და სხვა რუტინული საქმე, რაც აუცილებელი პირობებია მმართველობისთვის.

 „ადრე ქალაქში ყველგან ცხედრები ეყარა, ახლა კი ეს პრობლემა აღარ არის. თვეების განმავლობაში ტყვიის ხმაც კი არ ისმის“ , –  ამბობს მუჯიბურაჰმან ფაკერი.

თითქმის ყველა გრძნობს შვებას იმის გამო, რომ ბოლო ოთხი ათწლეულის არეულობების შემდეგ სისხლისღვრა ქვეყანაში ძირითადად შეწყდა.

ისინიც კი, ვისაც არ მოსწონს არსებული რეჟიმი, ამბობენ, რომ ძალადობა, ადამიანების გატაცება და კორუფცია შემცირდა.

თუმცა კრიმინალისა თუ ძალადობის შემცირებას სულაც არ მოაქვს კეთილდღეობა და ბედნიერება რიგითი ავღანელებისთვის, აღარაფერი რომ ვთქვათ ქალებზე.

ქალი ბამიანის რეგიონიდან Copyright AP

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend