მთავარი საქართველო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორი მინისტრის ინტერპელაციით მოსმენა გაიმართება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორი მინისტრის ინტერპელაციით მოსმენა გაიმართება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ორი მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება.

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივლენ. გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს.

კითხვებით მას ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, ის ოპოზიციამ ანაკლიის პორტის საკითხზე მიიწვია. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ დღევანდელი მინისტრის საათები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ გარკვეული კითხვები აქვთ როგორც გომელაურთან, ისე დავითაშვილთან.

ამავდროულად საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

„შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ საპარლამენტო ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend