პოლიტიკურ წრეებში გრძელდება განცხადებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესის ცვლილებას ეხება. პოლიტიკოსები იმ თანმდევ მოვლენებს აფასებენ, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები “ქართულ ოცნებას” სახელმწიფო ინსტიტუტებზე პოლიტიკურ ზეწოლასა და რუსული გავლენის გატარებაში ადანაშაულებენ. მმართველი პარტია კი პოლიტიკურ ოპონენტებს დესტაბილიზაციის მცდელობაში სდებს ბრალს. “ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა კონსტიტუციური გადაწყვეტილებები მიიღეს და საბანკო სისტემას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.