ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვე ზოგიერთმა მედიასაშუალებამაც დაიწყო. თუმცა ახალი კვლევის თანახმად, მედიაორგანიზაციების 60 პროცენტზე მეტს მიაჩნია, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არაეთიკური იქნება.
კვლევა ლონდონის ეკონომიკის სკოლამ ჩაატარა და კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 105 მედიაორგანიზაცია, 2023 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით.
გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ოთხიდან სამი მედიაორგანიზაცია ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიური სიახლეების გამოსაქვეყნებლად იყენებს. თუმცა საინფორმაციო სააგენტოების ნახევარზე მეტი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ მათ ხალხის ნდობა დააკარგვინოთ.