მთავარიაზიაირანიათწლიანი პატიმრობა ჩაცმის წესების დარღვევისთვის - ახალი კანონპროექტი ირანში

ათწლიანი პატიმრობა ჩაცმის წესების დარღვევისთვის – ახალი კანონპროექტი ირანში

ირანის პარლამენტმა დაამტკიცა საკამათო კანონპროექტი, რომლის თანახმად ქალებს 10-წლიანი პატიმრობა დაემუქრებათ, თუ არ დაემორჩილებიან ჰიჯაბის ტარების სავალდებულო წესებს.

ამ კანონპროექტის თანახმად, უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ ის პირებიც, ვინც „სიშიშვლეს ან უხამსობას წაახალისებს“ და აბუჩად აიგდებს ჩაცმის წესებს.

სასამართლო ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო „მიზანი“ წერს, რომ კანონპროექტს „ოჯახის მხარდაჭერის შესახებ უბიწოებისა და ჰიჯაბის კულტურის პოპულარიზაციისთვის“ 152 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 34 კი წინააღმდეგ წავიდა.

ადამიანის უფლებების დამცველები ამ კანონპროექტს „გენდერულ აპარტეიდად“ აფასებენ.

ირანელები აპროტესტებენ 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას, ოქტომბერი, 2022. Copyright AP

ირანის პარლამენტში კენჭისყრა გაიმართა მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავიდან 4 დღის შემდეგ. ზუსტად ერთი წლის წინ ირანის ისლამური რესპუბლიკა მოიცვა მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა. მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას. 2022 წლის 16 სექტემბერს ის ირანის ზნეობის პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის“ დააკავა.

აქცია ჰამბურგში, მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, სექტემბერი, 2023. Copyright Jonas Walzberg/dpa via AP Photo

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend