მთავარისაქართველოიუსტიციის სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას

იუსტიციის სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას

განახლება: იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. უწყების ინფორმაციით, შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მზად არის ოთარ ფარცხალაძეს დაუყოვნებლივ შეუჩეროს საქართველოს მოქალაქეობა, როგორც კი იუსტიციის სამინისტროსგან მიიღებს შესაბამის დასკვნას. 14 სექტემბერს აშშ-მა ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ეწერა, რომ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის აღებასა და მოქალაქეობის მიღებაში სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი დაეხმარა.

იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით: “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend