მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიესტონეთის დედაქალაქი ქართული დოკუმენტური ფოტოგრაფიის ფესტივალს მასპინძლობს

ესტონეთის დედაქალაქი ქართული დოკუმენტური ფოტოგრაფიის ფესტივალს მასპინძლობს

24 აგვისტოდან ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ქართული დოკუმენტური ფოტოგრაფიის ფესტივალი ON THE EDGE FEST მიმდინარეობს. სამ სხვადასხვა, ღია და დახურულ საექსპოზიციო სივრცეში 9 ქართველი არტისტის 12 ფოტოპროექტი, მულტიმედია ნამუშევარი და ინსტალაციაა წარმოდგენილი. THE EDGE FEST-ი გრძელვადიანი პროექტია, რომელიც სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში სასაზღვრო კონფლიქტებს სწავლობს, განსაკუთრებით კი ომის ტრავმულ გამოცდილებებსა და სხვადასხვა სოციალურ საკითხს.

ფესტივალის მიზანია აჩვენოს გზა, რომელსაც პოსტ-საბჭოთა ქვეყნები, ამ შემთხვევაში კი საქართველო, ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში გადიან. ფესტივალის კურატორები არიან ესტონეთში მცხოვრები აფხაზურ-უკრაინული წარმოშობის ფოტოგრაფი და OKAPI Gallery-ის დამფუძნებელი თემურ ხვინგია და უკრაინელი ურბანისტი, ფოტოდოკუმენტალისტი ანდრი მური.

ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ON THE EDGE FEST-ის კომუნიკაციების მენეჯერმა, თეკლა ქველაძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend