კლიმატის ათასობით ახალგაზრდა აქტივისტი მთელი მსოფლიოდან ნიუ-იორკში შეიკრიბა. მათ წიაღისეულ საწვავში დაგეგმილი გლობალური ინვესტიციების წინააღმდეგ მოაწყვეს მსვლელობა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ იყვნენ ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც ჩვენი პლანეტის მომავალს უკავშირდება.
მსვლელობის ორგანიზატორის ჯონ მეიას თქმით, ახალგაზრდებს არ მოსწონთ, რომ გადაწყვეტილებებს მათ მაგივრად იღებენ. მისი აზრით, ასეთი სამყარო არ არის უსაფრთხო, რადგან აქ მათ უგულებელყოფენ, თუმცა პრობლემების მოგვარება მაინც მათ უწევთ. აქტივისტები დანებებას არ აპირებენ. ისინი არავის მისცემენ საშუალებას, მათ მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილებები. ახალგაზრდები იკრიბებიან ქუჩებში, რათა გაიგონ მსოფლიო ლიდერებმა, რომ მათ ამის გაკეთების უფლება არ აქვთ.
მსვლელობა ნიუ-იორკის კლიმატის კვირეულის დაწყების პარალელურად მოეწყო. ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც წელს 17-იდან 24 სექტემბრამდე იმართება, მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოდან ბიზნესსექტორის, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ერთად შეკრებას, რათა ჩვენს პლანეტასა და კლიმატთან დაკაშირებული საკითხები განიხილონ.