მთავარიევროპაუკრაინაუპილოტო საფრენი აპარატების უკრაინელი ოპერატორები ბრძოლის ველზე

უპილოტო საფრენი აპარატების უკრაინელი ოპერატორები ბრძოლის ველზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე ცალკეული შემტევი ბრიგადა ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე იბრძვის. ფრონტის ეს ხაზი ბოლო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურდა. შეტაკება ხშირად ძალიან ახლო მანძილზე მიმდინარეობს. არტილერიით რუსული პოზიციების დაბომბვა თანამებრძოლებისთვის შესაძლოა დიდი საფრთხის შემცველი იყოს. ჰაერიდან დაზვერვის ქვედანაყოფს კი ასეთ დროს ყოველგვარი რისკის გარეშე შეუძლია მოქმედება.


„ალბათ დრონის ყველა ოპერატორს აქვს ყუმბარები, საჭიროების შემთხვევაში რომ გამოიყენონ. მიდიხარ, ხედავ მოძრაობას, რომელიც ჩვენს პოზიციებთან ძალიან ახლოსაა. რუსები ჩვენი პოზიციების გარშემო დადიან… რა უნდა ვქნათ, 122-მილიმეტრიან ნაღმმტყორცნებს ვერ გამოვიყენებთ. ნამსხვრევებმა ჩვენი სამხედროებიც შეიძლება დააზიანოს. რისკია. 82-კალიბრიანმაც შეიძლება დააზიანოს ჩვენები. ამიტომ დრონს ააფრენ და ჩამოაგდებ ყუმბარას“, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო „ასოშიეიტედ პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.


მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ მებრძოლებმა მიმდინარე წლის მაისში განაცხადეს, რომ ქალაქზე კონტროლი დაამყარეს, უკრაინის არმია ქალაქის სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებაზე კონცენტრირდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ ტერიტორიას რუსი ოკუპანტებისგან. ბრძოლის ველზე უპილოტო საფრენი აპარატების ეფექტიანი გამოყენების გამო კი კიევი სამხედრო მრეწველობის ბიუჯეტს ზრდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend