მთავარისაქართველოსაქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაცია ეწვია

საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაცია ეწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა. ბულგარელი კოლეგა საქართველოს პარლამენტში მიიღეს. ორი ქვეყნის მთავარ კანონმდებელს შორის შეხვედრა დახურული ფორმატის იყო, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. ოსენ ჟელიაზკოვმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შალვა პაპუაშვილმა კი მას მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრა.

,,ამ ნაყოფიერ შეხვედრაზე ერთმანეთს დავადასტურეთ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის პრობლემური საკითხები. შემდგომში უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, უფრო ინტენსიური გავხადოთ. ასევე, მივაღწიოთ კიდევ უფრო მაღალ ინტეგრაციას პროცესებში, რომლებიც ქართველი საზოგადოებისთვის არის აქტუალური. ჩვენ საქართველოს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციაა, რომ აგრეთვე მოხდეს იმ პროგრესის დადასტურება, რაც თქვენმა ქვეყანამ განახორციელა და ამ წლის ბოლოს საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება საქართველოსთან მეგობრობას, ჩვენ როგორც მეგობრები, მხარს დავუჭერთ საქართველოს ყველა ძალისხმევას, რადგან გვესმის, რომ ეს არის საქართველოს საზოგადოების მისწრაფება გახდეს ევროკავშირის წევრი და ევროპული ოჯახის ნაწილი, რომელთანაც ექნება საერთო ფასეულობები და ღირებულებები. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ვეწინააღმდეგებით სეპარატისტულ განწყობებს თქვენს ოკუპირებულ რეგიონებში“,- განაცხადა როსენ ჟელიაზკოვმა. ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend