მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მან ასევე სტუდენტების დავალიანებასთან დაკავშირებით ისაუბრა. პრემიერმა თქვა, რომ ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 30 000-ს შეადგენს, უნივერსიტეტების მიმართ არსებული დავალიანება ჩამოეწერებათ და სწავლის გაგრძელება შეეძლებათ.
„დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა. 40 მლნ ლარის დავალიანებაა. მინდა მივმართო ჩვენს მინისტრებს განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს, რომ შედგეს კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მიეცეთ, საშუალება კვლავ შეძლონ გააგრძელონ სწავლა”, – განაცხადა პრემიერმა.
ალეკო გვეტაძე