ქარიშხალი ლიბიაში, ტყის ხანძრები ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, სტიქიები საქართველოში, ტრაგედიები შოვსა და გურიაში. მყინვარები დნება, ოკეანეები და ზღვები თბება – მეცნიერები საუბრობენ, რომ კლიმატის ცვლილება უკვე თვალსაჩინოა.
კლიმატის ცვლილებასა და სახელმწიფოს მიდგომაზე საუბრობს ირაკლი მაჭარაშვილი , „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის“ დირექტორი.