მთავარიაფრიკამაროკოდამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მაროკოში მცირე ბიძგები კვლავ ფიქსირდება

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მაროკოში მცირე ბიძგები კვლავ ფიქსირდება

მოქალაქეები, რომლებიც დამანგრეველ მიწისძვრას გადაურჩნენ, ქუჩაში ცხოვრობენ და დახმარებას ელიან

მაროკოს ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მორიგი მიწისძვრის შემდეგ ყველა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე მაშველები და ჟურნალისტები, თავის გადარჩენას ცდილობდა.

პარასკევის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მაროკოში მრავალი სუსტი მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის მასშტაბით კი კვლავ გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. მაშველები ნანგრევებს იმ იმედით ასუფთავებენ, რომ გადარჩენილებს იპოვიან. მიწისძვრიდან ერთ კვირამდე გავიდა, შესაბამისად, გადარჩენილების პოვნის შანსი სულ უფრო მცირდება.

მოქალაქეები, რომლებიც დამანგრეველ მიწისძვრას გადაურჩნენ, ქუჩაში ცხოვრობენ. ისინი დახმარებას ელიან. ბევრ მათგანს არც საკვები აქვს და არც კარვები. ქალაქ მარაქეშში, სადაც ასობით შენობა დაინგრა, ადგილობრივ მოსახლეობას დაზარალებულებისთვის სახლიდან მოაქვს ნივთები.

„ამჟამად მაროკოელი ხალხის ძალა უფრო იგრძნობა, ვიდრე ინსტიტუციებისა, თუმცა ისინიც ბევრს მუშაობენ”, – ამბობს იტალიიდან ჩასული მოხალისე კლაუდიო.

მაროკოს ხელისუფლება ცდილობს, სოფლებში პირველადი დახმარება ვერტმფრენის საშუალებით ჩაიტანოს. დახმარების პაკეტი, რომელშიც მედიკამენტებთან და საკვებთან ერთად კარვებიც შედის, მხოლოდ დროებითია.

მალე წვიმების სეზონი დაიწყება, ამიტომ სწრაფად აშენებული თავშესაფრები და კარვები ნორმალური ცხოვრებისთვის საკმარისი არ იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend