მთავარისაქართველოამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები ახალ სანქციებს უწესებს 150-ზე მეტ ბიზნესკომპანიასა და პირს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები დაწესდა, რათა „აღიკვეთოს კრემლის წვდომა ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე, რომელიც ეხმარება ვლადიმერ პუტინის ომს უკრაინაში”.
იმ პირებს შორის, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო.
განცხადებაში წერია, რომ ონიშჩენკო სავარაუდოდ, ეხმარებოდა ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში. ამავე წყაროს ცნობით,  ონიშჩენკო და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური ფარცხალაძის მეშვეობით ცდილობდა რუსეთის სასიკეთოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. ამავე ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე პირად სარგებელს იღებდა  FSB-სთან თანამშრომლობით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend