თბილისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა “არტისტერიუმი” მიმდინარეობს. მე-16 “არტისტერიუმი” 9 სექტემბერს ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნა. გამოფენა „თანამშრომლობის ხედვები“ 10 კორეელი მხატვრის ნამუშევარს აერთიანებს.
კორეელი არტისტების ნამუშევრების ნახვის საშუალება დამთვალიერებლებს 14 სექტემბრის ჩათვლით აქვთ. არტისტერიუმი 2 ოქტომბერს იხურება.
როგორია წლევანდელი პროგრამა- ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “არტისტერიუმის” კურატორმა მაგდა გურულმა ისაუბრა.