აგვისტოს დასაწყისიდან პანამის არხთან სატვირთო გემების დიდი რიგია. მიზეზი სატრანზიტო შეზღუდვებია, რომელიც პანამის არხის ადმინისტრაციამ, გვალვების გამო დააწესა. პანამის არხი შრება. თუ ვითარება ამინდის პირობების გამო 2024 წლის განმავლობაში არ შეიცვლება, შესაძლოა პანამის არხი საერთოდ დაიკეტოს.
საერთაშორისო გადამზიდავი კორპორაციებისათვის ეს შემაშფოთებელი განცხადება, პანამის არხის ადმინისტრატორმა რიკაურტე ვასკეს მორალესმა გააკეთა.
„ვითარება მძიმეა. ტვირთბრუნვა განახევრებულია, რაც ინფლაციის დონის მატებასა და ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს იმ სატვირთო გადამზიდავ კომპანიებსა და შესაბამისად ქვეყნებში, რომლებიც ჩვენს არხს იყენებენ. საკონტეინერო გემებისთვის, შესაძლოა პანამის არხი მალე საინტერესო აღარ იყოს. წყლის დონის ვარდნის გამო, მისი გამტარუნარიანობა მკვეთრად ეცემა. შესაძლოა, მალე საერთოდ ვეღარ მოხერხდეს დიდი სატვირთო გემების გატარება”, – განაცხადა მორალესმა.
Severe drought is reducing the number of daily passages on the Panama Canal, causing the traffic backup of ships seen in this #Landsat 8 image. The canal uses a series of locks fed by artificial lakes, which are now near-record low levels. https://t.co/GpaJ4oMsld pic.twitter.com/cYXlcWTaXR
— NASA Earth (@NASAEarth) September 1, 2023
შეზღუდვებთან ერთად, გაიზარდა გემების დაყოვნებისა და გატარების ტარიფებიც, რაც კომპანიებს დამატებით უქმნის პრობლემებს. მოცემულ დროში გემებს მინიმუმ 32 დღით უწევთ დაყოვნება არხის მისადგომებთან.
პანამის არხში წყლის დონეს სპეციალისტები აკონტროლებენ. თუმცა, მათ ჯერ არ იციან რა ზომები უნდა მიიღონ, არხში წყლის რაოდენობის სტაბილურ დონემდე შესანარჩუნებლად.