ლიბიაში ხმელთაშუა ზღვის შტორმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5300-ს აჭარბებს.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ნანგრევებში ასობით ცხედარი აღმოაჩინეს. ისინი ვარაუდობენ, რომ შეიძლება გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. 10,000 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
საპორტო ქალაქ დარნაში, სადაც სტიქიის გამო ორი კაშხალი დაზიანდა, სანაპირო დასახლება წყალმა მთლიანად წალეკა. წყალდიდობამ დაანგრია კაშხლები, შენობები და ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დარნას მეოთხედი გაანადგურა ქარიშხალმა „დანიელმა“ გაანადგურა ათასობით შენობა, მათ შორის ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიშიც. ლიბიაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო სამაშველო სამუშაოები შეფერხებულია.
ლიბიის პარლამენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.