მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიბათუმში World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ბათუმში World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

29 სექტემბერს ბათუმში World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების გალა-ცერემონია გაიმართება. ეს ღონისძიება 1993 წელს მოგზაურობის, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორში წარმატების აღიარების აღსანიშნავად დაარსდა. World Travel Award-ის ყოველწლიური გალა-ცერემონიები მასპინძლობის ინდუსტრიისათვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ წითელი ხალიჩის ღონისძიებებად ითვლება.

რეგიონული დაჯილდოების ღონისძიებები წლის განმავლობაში 6 კონტინენტზე ტარდება, ხოლო წლის ბოლოს მსოფლიოს დიდი ფინალური შემაჯამებელი ღონისძიება იმართება. თითოეულ ცერემონიაზე გამარჯვებულებს 150-ზე მეტ ნომინაციაში აჯილდოებენ. ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend