მთავარიევროპარუსეთიახალი ძველი მეგობარი - კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტს აგრძელებს

ახალი ძველი მეგობარი – კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტს აგრძელებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში გრძელდება.

კიმ ჩენ ინი მეზობელ დიქტატურას ჯავშანმატარებლით ეწვია.

მოსკოვისა და ფხენიანის ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირება განსაზღვრავს.

ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინს სახელმწიფოს შორეულ აღმოსავლეთში, კოსმოდრომის ტერიტორიაზე შეხვდა. ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე კი ფხენიანმა ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა.

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი: ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებულ თარიღს ემთხვევა, ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაარსებიდან 75-ე წლისთავი იზეიმა. ამავე დროს 75 წელი შესრულდა ჩვენს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. მსურს ყველას შევახსენო რომ სწორედ ჩვენმა ქვეყანამ პირველმა აღიარა ჩრდილოეთ კორეის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა”.

კიმ ჩენ ინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი: “რუსეთის ფედერაცია წმინდა ომს აწარმოებს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით. ეს ომი გლობალური ჰეგემონიის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მსურს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და რუსულ მხარეს მხარდაჭერა დავუდასტურო იმპერიალიზმის წინააღმდეგ ფრონტის გამაგრებისას”.

რუსეთის ფედერაციას უკრაინაში მიმდინარე ინტერვენციის ფონზე მეტი სამხედრო რესურსი, მეტი ტყვია-წამალი და შეიარაღება ესაჭიროება, ჩრდილოეთ კორეას კი ტექნოლოგიური და ფინანსური რესურსი. ფხენიანს დიდი რაოდენობით აქვს ტყვია წამალი, ეს ცივი ომის მემკვიდრეობაა, რუსულ მხარეს კი ტექნოლოგია, რომელიც ჩრდილოეთ კორეისთვის საინტერესოა.

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი: “ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა კორეაში თავისუფლებისთვის ბრძოლას დაემთხვა, 1945 წელს საბჭოთა და კორეელი ჯარისკაცების თავდადების შედეგად იაპონელი იმპერიალისტები დამარცხდნენ. დღესაც მიზანი იგივე გვაქვს, ძმობის გაძლიერება. არსებობს კორეული ანდაზა, ტანსაცმელი ახალი სჯობს, მეგობარი კი ძველი. ჩვენთან კი ამბობენ, ორ ახალ მეგობარს, ერთი ძველი სჯობსო. სწორედ ეს სახალხო სიბრძნე აღწერს ჩვენ შორის მეგობრობას”.

კიმ ჩენ ინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი: “ჩვენ გვჯერა რუსეთის გმირი არმიისა და რუსი ერის. გვჯერა, რომ რუსი ხალხი გამარჯვების ტრადიციას შეინარჩუნებს და ფრონტის ხაზებზე უზრუნველყოფს ტრიუმფს. გვჯერა, რომ რუსული არმიის გამარჯვება მტრის დამცირებასა და დასჯას მოიტანს, მათი მიზანი ხომ ჰეგემონიაა, ჩვენი მიზანი განვითარება და სტაბილურობაა”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend