იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ახალ პროექტს იწყებს სახელწოდებით – „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“.
პროგრამის ფარგლებში კომპანია “სქილვილთან” პარტნიორობით აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად თანამედროვე პროფესიებს შეასწავლიან.
პროექტის განმავლობაში, სამთვიანი ონლაინკურსის ფარგლებში მონაწილეები სრული დაფინანსებით, საკუთარი სურვილისამებრ “სქილვილის” მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამებიდან ერთ-ერთს გაივლიან.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა, გიორგი გაბედავამ და “სქილვილის” დამფუძნებელმა, გიორგი მარიამიძემ ისაუბრეს.