2500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 10 000-ს ეძებენ ლიბიაში მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა “დანიელმა” ორი კაშხლის ნგრევა გამოიწვია ქალაქ დერნაში, ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქში. ამ ქალაქში ახლა დაახლოებით 6 000 ადამიანს ეძებენ. შტორმი “დანიელი” ლიბიას კვირას მიუახლოვდა. ადგილობრივი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მთლიანად დატბორილია ქალაქი დერნა, ზოგიერთი დასახლება კი საერთოდ აღარ არსებობს. ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას სთხოვს საერთაშორისო საზოგადოებას. ისინი ამბობენ, რომ კატასტროფის მასშტაბებს ვერ უმკლავდებიან. ლიბიის აღმოსავლეთ რეგიონებში უკვე ჩავიდნენ თურქი მაშველები. ანკარამ ქვეყანაში გაგზავნა ჰუმანიტარული ტვირთიც მოსახლეობის დასახმარებლად. ქვეყანას ეხმარებიან ამერიკის შეერთებული შტატები, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტეც.
ამერიკის საელჩო ლიბიაში მუდმივ კონტაქტზეა გაეროსა და ლიბიის ხელისუფლებასთან, რათა განსაზღვროს, როგორ მიაწოდონ ჰუმანიტარული დახმარება ყველაზე დაზარალებულ რეგიონებში.
أُعرب عن بالغ حزني إزاء الآثار المدمرة لإعصار دانيال الذي ضرب المناطق الشرقية، وبصفتي المُنسقة المقيمة ومنسقة الشؤون الإنسانية للـأمم المتحدة في ليبيا، كلفتُ فريق الاستجابة للطوارئ بالاستعداد لدعم السلطات المحلية والشركاء في الشرق الليبي. pic.twitter.com/KN3jWVPyFL
— Georgette Gagnon – جورجيت غانيون (@ggagnonn) September 11, 2023
ბოლო დროს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან გახშირდა ექსტრემალური მოვლენები, რომლებზეც ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება იწვევს. ოკეანის მომატებული ტემპერატურა ქარიშხლების გაძლიერებას უწყობს ხელს. ხმელთაშუა ზღვის ამჟამინდელი ტემპერატურა კი, საშუალოს მნიშვნელოვნად აღემატება.