მთავარიამერიკააშშამერიკის შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტერაქტის 22 წლისთავი აღნიშნეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტერაქტის 22 წლისთავი აღნიშნეს

ნიუ-იორკში ტერაქტის ადგილას, ისევე, როგორც აშშ-ის სხვა ყველა შტატში, 11 სექტემბრის ტერაქტის 22-ე წლისთავი აღინიშნა. ვიეტნამიდან დაბრუნების შემდეგ, ალასკაში ჯო ბაიდენმა სიტყვით მიმართა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მყოფ ჯარებს და ქვეყანას ერთიანობისკენ მოუწოდა.

„ერთმანეთის მიმართ ნდობა განვამტკიცოთ და პატივი მივაგოთ 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას. გავიხსენოთ, როგორი ერი ვართ. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამ ტრაგედიას, ჩვენ არ გვეშინია, ყველაფერს გავუძლებთ და ყველაფერს დავძლევთ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა პენტაგონის 11 სექტემბრის მემორიალი გვირგვინით შეამკო. 11 სექტემბერს პენტაგონზე მიტანილ თავდასხმას 184 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კი ნიუ-იორკში ტერაქტის ადგილზე მივიდა, სადაც „ტყუპების” ადგილას დაღუპულების ხსოვნას მიაგეს პატივი.

ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტისას ტერორისტული ორგანიზაციის „ალ-ქაიდას“ ექსტრემისტები სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს თვითმფრინავებით შეეჯახნენ, რის შედეგადაც 90-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 3,000 ადამიანი დაიღუპა. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ტერორისტული თავდასხმა იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend